26 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მოპოვებული მორიგი ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ნაკრების ფეხბურთელი და პენალტის ავტორი, გიორგი მიქაუტაძე საკუთარ ემოციებზე სპორტულ პორტალ Geo Team-თან საუბრობს.
გიორგი მიქაუტაძე ჰპასუხობს კითხვას, თუ რას ნიშნავს მისთვის ქართველობა:
„ძალიან ვამაყობ, რომ ვარ ქართველი, გახარებული ვარ, საქართველოს ნაკრების მაისურით რომ ვთამაშობ და ვახარებ ჩემს ქვეყანას.
ჩემი ოჯახი თამაშს ესწრებოდა, ვიდეოები გამომიგზავნეს, ქალაქში იყვნენ გამოსულები, ყვიროდნენ. ძალიან მიხარია, რომ ჩემს ოჯახს ასე ვახარებ და ვიცი, რომ ასევეა გახარებული ქართველი ხალხი.
მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ გულშემატკივარს, ყველას, ვინც გერმანიაში ჩამოვიდა, ვინც ვერ ჩამოვიდა, ვიცი, რომ ყველა ჩვენს უკან [ზურგშია] არის და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მოედანზე, რომ ყველა გავახაროთ“, – აღნიშნავს გიორგი მიქაუტაძე.
🎙️ “ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ეგრეა ხო? 😅 მიხარია, რომ საქართველოს ნაკრების მაისურით ვთამაშობ და ვახარებ ჩემს ქვეყანას” – ბიჭი, რომელსაც გოლები უყვარს ⚽️❤️
Posted by Geo Team on ხუთშაბათი, 27 ივნისი, 2024
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი პორტუგალიასთან 26 ივნისს გამართა და 2:0 გაიმარჯვა – ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა მეორე წუთზე. ორმოცდამეჩვიდმეტე წუთზე კი გიორგი მიქაუტაძემ ზუსტი პენალტით ნაკრებს მეორე ქულა მოუტანა.