მუსიკოს ელისაბედ ავალიშვილს, რომელიც „ელის ბენდის“ წევრია, მომღერალმა გიორგი დათიაშვილმა რამდენიმე თვის წინ ხელი პირდაპირ სცენაზე სთხოვა, გუშინ კი წყვილს ქორწილი ჰქონდა.
ვიდეო: მომღერალ გიორგი დათიაშვილის მორიგი სიურპრიზი რჩეულს – მოულოდნელი წინასაქორწინო წვეულება
ელისაბედ ავალიშვილი ულამაზეს თეთრ კაბაში შეუდარებლად გამოიყურებოდა.
წყვილი ქორწილის ახალ კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
„არასოდეს დამავიწყდება 2024 წლის 29 ივნისი…
ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს და საუკეთესო ადამიანებს. უღრმესი მადლობა სიყვარულისთვის, გვერდში დგომისთვის, ადამიანობისთვის, თქვენი წყალობით გამოვიდა ასეთი ვარსკვლავური და ბრჭყვიალა ქორწილი“, – წერს თათა ავალიშვილი.