LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

221
აითაჯ შახმაროვა

გასული წლის 6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა შეეფარდა – ინფორმაცია „ფორტუნას“ თელავის რაიონულ სასამართლოში დაუდასტურეს.

POG: აითაჯ შახმაროვას მკვლელობისთვის დაკავებულს, ბრალდება არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლით დაუმძიმდა

როგორც თელავის რაიონულ სასამართლოში აცხადებენ, სამუდამო თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე მიიღო.

აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოთხი მუხლით გაასამართლეს: მე-11 პრიმა 109-ე მუხლით, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს; 143-ე – თავისუფლების უკანონო აღკვეთა; 140-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.

სასამართლო პროცესს აითაჯ შახმაროვას მამაც ესწრებოდა. მისი თქმით, მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიღო.

„ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ჩემი შვილი ცოცხალია. ეს იყო ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება, ის იმსახურებს სამუდამო პატიმრობას. დაგეგმილად გაკეთა, გამიზნულად მოკლა ჩემი შვილი. მე მას თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, რომ ის არ არის კაცი, რადგან ქალზე ხელი ასწია და მოკლა. მე არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილი გაათხოვეს, არაფერი ვიცოდი. მალე ვაპირებდი ჩამოსვლას და ეს მოხდა, ყველა უნდა დაისაჯოს ვინც ამ საქმეში დამნაშავეა“, – განაცხადა აითაჯ შახმაროვას მამამ.

„14 წლის აითაჯ შახმაროვას დედა იყო დანაშაულის ორგანიზატორი, სწორედ დედაა პირი, რომელსაც უშუალო წვლილი მიუძღვის გოგოს გარდაცვალებაში“ – რას ამბობს პროკურორი

სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე გოგონას დედას 3 წლით, ბიძას კი 3.6 წლით პატიმრობა შეუფარდა

magti 5g