ტელეკომპანია „იმედის“ სპორტული ჟურნალისტი, დიმა ობოლაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძისთვის სიტყვით გამოსვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
„სქრინებს მიყრიან „ფეისბუქზე“, თითქოს ბუდუს ვუთხარი შენ სიტყვას არ გაძლევო. ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?! მსგავსი არაფერი ყოფილა. საერთოდ არ მქონია ასეთი კონტაქტი ბუდუსთან. შეიძლება სხვას ვუთხარი. ლევან კობიაშვილი უნდა გამოსულიყო სიტყვით და აღარ გამოვიდა. შეიძლება იმას ვკითხე.
ნაღდად მახსოვს, რომ – „სიტყვით არ გამოდიხარ? – არა“ და მორჩა, ეგ იყო და ეგ, რა ბუდუს ვუთხარი, ხალხო, რეებს იგონებთ?! ასე უსამართლოდ ადამიანის გადავლა არ არის ლამაზი. ახლა ძალიან დაღლილი ვარ და მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ნამდვილად. ამას „ინსტაგრამზე“ დავდებ, რადგან მე სხვა პლატფორმა არ მაქვს. სისულელეა, თვითონ ბუდუსაც შეგიძლიათ დაელაპარაკოთ“, – ამბობს დიმიტრი ობოლაძე.
შეგახსენებთ, 2 ივლისს თბილისში საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრების მსვლელობა მოეწყო, რის შემდეგაც თავისუფლების მოედანზე სპეციალური ღონისძიება გაიმართა.
მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა კადრები და ინფორმაცია, თითქოს ღონისძიების ერთ-ერთმა წამყვანმა, დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცა.
აღნიშნულს გამოეხმაურა ბუდუ ზივზივაძის მამა. კახა ზივზივაძის ცნობითაც, ფეხბურთელი არ ადასტურებს, რომ მას დიმა ობოლაძემ სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა.
„მეგობრებო, ვკითხე ბუდუს და მისთვის არ უთქვამს ის სიტყვები დიმა ობოლაძეს..მადლობა რომ გიყვართ ბუდუ. სამართლიანები ვიყოთ“, – წერს სოციალურ ქსელში კახა ზივზივაძე.
დიმა ობოლაძე: რა ბუდუს ვუთხარი, ხალხო, რეებს იგონებთ?! ასე უსამართლოდ ადამიანის გადავლა არ არის ლამაზი
Posted by TV Imedi on სამშაბათი, 02 ივლისი, 2024