LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილი მოუწოდებს შს მინისტრს, ავტომანქანების ციმციმებით მოძრაობა აღკვეთოს

37

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, ავტომანქანების ციმციმებით მოძრაობის აღსაკვეთად, სპეციალური ზომები მიიღოს.

განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

“ამ დღეების განმავლობაში, არაერთხელ შემხვდა ციმციმებიანი შავი ჯიპების მოძრაობა არა მარტო ქალაქში, არამედ ავტობანებზეც. მინდა გთხოვოთ, შესაბამისი ზომები იქნას მიღებული პატრულის მხრიდან. მე პირადად, პრემიერის მანქანაზე თითქმის არ ვიყენებ ამ სპეციალური სიგნალების მაჩვენებელს. მინდა, გთხოვოთ, ყველა ფუნქციონერმა გაითავისოს იგივე სტანდარტი და მხოლოდ კანონით დადგენილი წესით იქნას გამოყენებული ეს შუქურა, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ გამაღიზიანებლად მოქმედებს ჩვენს მოსახლეობაზე. დიდი იმედი მაქვს, ამ განცხადების შემდეგ, თვითონ მიიღებენ შესაბამის ზომებს, მაგრამ თუ მაინც იქნება გამონაკლისი შემთხვევები, გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი ზომები, რათა აღკვეთოთ ასეთი ტიპის მოძრაობა ქუჩებში, ქალაქებში თუ ავტობანებზე”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები