შსს-მ ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, გამოძიება დაიწყო.
გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ადგილობრივების თქმით, ძლიერი ქარის შედეგად პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტები, ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ. დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, ხოლო ქალი ადგილზე დაიღუპა.
რაც შეეხება მომხდარის შედეგად დაშავებულ მამაკაცს, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის მოთავსებული, ექიმების თქმით, მას კვლევები ამ დრომდე უტარდება, მიმდინარეობს მონიტორინგი.
გარდაცვლილი ტურისტის ცხედარი კი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული.