LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის იწყება საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია – სახალხო პლატფორმა

752
კახა აბულაძე

როდის იწყება საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ ისაუბრა.

რამდენი ბაღი ფუნქციონირებს დღეის მდგუმარეობით თბილისში?

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მართვაში დღევანდელი მდგომარეობით, არის 190 საბავშვო ბაღი, 12 000-მდე თანამშრომლითა და 60 000-მდე აღსაზრდელით. ივლისში 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს – ეს გახლავთ თბილისის მერიის სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღები“ – პროექტი გათვლილია იმ თბილისელებზე, რომლებიც ვერ ახერხებენ ხანგრძლივი ვადით ქალქიდან გასვლას და შესაბამისად, ბავშვებიც, ჩვენი აღსაზრდელები რჩებიან თბილისში. საზაფხულო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით, ასევე, მნიშვნელოვანია როგორ შიდა, ისე გარე ინფრასტრუქტურის ფაქტორები (გამწვანებული ეზო, შედარებით მრავალჯგუფიანი ბაღები და ა.შ.)

საზაფხულო ბაღებში მეთოდოლოგია არის განსხვავებული – უფრო გართობაზე, მხიარულ და ეზოს აქტივობებზე არის აქცენტი გადატანილი. ასევე გარკვეული ცვლილება ხდება მენიუში – ემატება სეზონური პროდუქტები და კერძები.

რაც შეეხება საყოველთაო რეგისტრაციას ბაღებში… არის თუ არა ცნობილი თარიღები?

რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge

რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყება 8 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 14 ივლისის 00:00 საათამდე. პირველი ეტაპი გულისხმობს რვა მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვების მიღებას. ეს კატეგორიებია:

• სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები

• სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;

• თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები

• მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილი (შვილები);

• მრავალშვილიანი ოჯახების შვილები;

• სამხედრო მოსამსახურეთა შვილები;

• დედმამიშვილები;

• ბაღების თანამშრომელთა შვილები;

რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 15 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 21 ივლისის 00:00 საათამდე. ამ ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.

რეგისტრაციის მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც დაიწყება 22 ივლისს, 10:00 საათზე.

რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 16 სექტემბრის მდგომარეობით, შეუსრულდება ორი წელი.

რა ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს ამ ეტაპზე თქვენი მიმართულებით?

ამჟამად თბილისში რვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. შენდება ახალი ბაღები, სრულდება ძველი ბაღების რეაბილიტაციის პროექტები, ასევე, იყო ბაღები რომელთა შენობების დემონტაჟი განხორციელდა და მათ ნაცვლად აშენდა ახალი ბაღი, ან წელს იწყება ახალი მშენებლობები.

magti 5g