LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ სტურუა: იცით, სიცოცხლე იწურება და ყველა უბედურება, რასაც გეგონა გადაურჩი, ერთად დაგატყდება – ღალატი, ახლობლების დაკარგვა, არეული ქვეყანა! ალბათ იმიტომ, რომ წასვლა არ გაგიჭირდეს

3985
რობერტ სტურუა

რობერტ სტურუას „კვირის პალიტრა“ ექსკლუზიური ინტერვიუსთვის მისსავე თეატრში ესტუმრა, რომელმაც სპექტაკლით „მიჯაჭვული პრომეთე“ 145-ე სეზონი დახურა.

სტურუამ გამოცემასთან გულახდილად ისაუბრა.

„საერთოდ, არასოდეს ვფიქრობ იმაზე, რომ მე რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებ. დასაწყისში, როგორი პიესაც არ უნდა მქონდეს, ვერ ვხვდები იქიდან რა გამოვა. სადღაც ბოლოსკენ უკვე შეიძლება მივხვდე, რომ სპექტაკლი კარგი გამოდის. მთავარია ერთი რამ: ადამიანი შენში ყოველთვის იყო მართალი და არ წახვიდე შენს პრინციპებთან და ღირებულებებთან კომპრომისზე. მე ვარ რეჟისორი, რომელსაც მაქვს ჩემი გარკვეული ჟანრი. მე მასში თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. ეს გახლავთ ტრაგიკომედია, ტრაგიკული ფარსი, ბალაგანი, ფსიქოლოგიური დრამა. უნდა გითხრათ, რომ ფსიქოლოგიური დრამის შემთხვევაშიც კი ვცდილობ, არ დავფარო ირონია. ჩემთვის მთავარია, ვანახო ადამიანს მეორე მხარე. მარტო ტრაგედია და გმირული ტრაგედია არ არსებობს. ვიცი, რა არის კარგი, ვიცი, რა არის ცუდი. ვიცი, რა მომწონს და ვიცი, რა არა. ამიტომ ჩემს სპექტაკლს ვუყურებ ისე, როგორც სხვის დადგმულს…

ქართველი მსახიობი – ეს არის გამორჩეული ადამიანი, რომელიც ქმნის ნამდვილ ხელოვნებას. ის ამ ცხოვრების იმიტაციას, ხელოვნურად არასოდეს აკეთებს. ქართველებმა სხვა ერებისაგან განსხვავებით, იციან, რომ მალე მოკვდებიან. რადგან მთელი არსებით გრძნობენ და განიცდიან, რომ მოკვდავნი არიან. უნდათ, რომ ყველაფერი წაიღონ ამ ცხოვრებისაგან. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ყველაფერი მოასწრონ. ამიტომ თამაშობენ ისე, თითქოს უკანასკნელად თამაშობდნენ. თამაშობენ ისე, თითქოს ხვალ უკვე აღარ იქნებიან და ვეღარ ითამაშებენ. იცით, სიცოცხლე იწურება და ყველა უბედურება, რასაც გეგონა გადაურჩი, ერთად დაგატყდება – ღალატი, ახლობლების დაკარგვა, არეული ქვეყანა! ალბათ იმიტომ, რომ წასვლა არ გაგიჭირდეს,“ – აღნიშნა რობერტ სტურუამ.

სრულად ინტერვიუს გაეცანით აღნიშნულ ლინკზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g