LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 გარდაცვლილი და 25 დაშავებული – რუსებმა კიევში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს, ნანგრევების ქვეშ მოყოლილ მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ

183
უკრაინა

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა.

ერთი რაკეტა ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩავარდა, რის გამოც პაციენტები ევაკუირებულნი არიან ქალაქის მუნიციპალურ საავადმყოფოებში – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაზიანებული საავადმყოფოს ტერიტორიაზე ნანგრევების ქვეშ მოქალაქეები არიან მოყოლილი.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, ორშაბათს რუსებმა უკრაინის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით, ჯამში, 40-მდე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. 

უკრაინული მედია წერს, რომ კიევის შევჩენკოს რაიონში დაიბომბა საცხოვრებელი სახლი.

უკრაინული მედიის ცნობით კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რაკეტების ნამსხვრევები დედაქალაქის 7 რაიონში დაფიქსირდა.

მათივე ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი და საოფისე შენობები, საბავშვო საავადმყოფო, დაიწვა და დაზიანდა ავტომობილები.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსებმა უკრაინას კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და რაკეტებით შეუტიეს, საჰაერო განგაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოცხადდა. კიევის ოლქსა და დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა აფეთქებების ხმები ისმოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები