მომღერალმა მარიამ შენგელიამ, რომელიც „სიცრუის დეტექტორის“ გასულ ეპიზოდს სტუმრობდა, გადაცემაში ექსპრომტად იმღერა.
ვიდეო: „პანიკური შეტევები მქონდა, მანქანაში ჩაჯდომისაც მეშინოდა“ – რას ჰყვება მარიამ შენგელია
მარიამთან ერთად, ხმებში ამღერდნენ მისი მეგობარი ნუცა თოფურია და გადაცემის წამყვანი გიორგი გასვიანიც, საბოლოო ჯამში კი მეგრული „ვაგიორქო მა“ სამ ხმაში შესანიშნავად გაჟღერდა და როგორც აუდიტორიის, ისე მოგვიანებით გადაცემის მაყურებლების აღფრთოვანებაც გამოიწვია:
„სამივე რა კარგები ხართ“, „აი, მართლაც რას ნიშნავს მეგრული გენი“, „ტკბილი მეგრული, ამ სიმღერას ხმის გარდა, დიდი მგრძნობელობა სჭირდება, რომელიც მეგრელებისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია, ამ სიმღერას უცრემლოდ ვერ მოუსმენ“ – წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.