ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის პროდიუსერი, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი მსახიობ ნინო ლორთქიფანიძეს იუბილეს ულოცავს და გამამხნევებელ პოსტს უძღვნის.
როგორც დიმიტრი ხვთისიაშვილი წერს, მიუხედავად მძიმე განსაცდელისა, მაინც გადაწყვიტა მისთვის საიუბილეო თარიღის მილოცვა. ამავე პოსტში, ის ნინო ლორთქიფანიძეს მხნეობას უსურვებს და აღნიშნავს, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთელ გუნდს ეიმედება.
„ძვირფასო ნინო! ალბათ, შენთვის ყველაზე მძიმე დაბადების დღე დაიწყო! თან საიუბილეო, თუმცა უკიდურესად მწუხარებაში. სწორედ იმ ადამიანს დასტირი, ვინც ამ ქვეყნად მოგავლინა და პეტრე-პავლობას უკანასკნელ გზას გაუყვება შენი სასიქადულო მამიკოსკენ. ცხოვრებაა ასეთი – მშობელი მიდის, შვილი რჩება! შენ რომ საუკეთესო შვილი ხარ ამაზე ლეგენდები დადის.
მსახიობი ქეთევან კიკნაძე გარდაიცვალა
„მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ქეთევან კიკნაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და კოლეგებს“
შენ სწორედ ახლა გჭირდება ყველაზე დიდი გამაგრება და მხნეობა. ოჯახის უფროსად გაქცია უძვირფასესი ქალბატონი ქეთინოს ამ წუთისოფლიდან გამგზავრებამ.
ჰოდა, ამ დიდ, ტრადიციის მოყვარულ, სტუმრიან, ლაღ, ნიჭიერებით სავსე ოჯახს გაძღოლა სჭირდება. თუ რამ გაახარებს ქალბატონ ქეთინოს და ბატონ გიგას სწორედ ეს იქნება.
ჰოდა, ამიტომაც შემოგბედე, რომ ამ მწუხრის ჟამს, ამ მძიმე განსაცდელისას, მაინც მომელოცა დაბადების დღე! შენ ისეთი ოქროს ადამიანი ხარ, ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ მომავალში! გვიყვარხარ მთელ მოზარდელებს და გვეიმედები! ყურების ჩამოყრის დრო არ არის. გვიგულე შენს გვერდით მუდამ!“, – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.
მსახიობ ქეთევან კიკნაძეს 12 ივლისს, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ