ევროპაში ახალი თაობის სუპერქარ NSX-ის პირველი ეგზემპლარი გამოჩნდა. ხასხასა წითელი ფერის მოდელი Honda-ს შვეიცარიული განყოფილების ყოფილ ტოპ მენეჯერს, კლოდ სეიჯს ერგო.
გარდა იმისა, რომ კლოდი კომპანიაში მენეჯერის პოსტს იკავებდა, ის ორიგინალური NSX-ის შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობასაც იღებდა.
ევროპაში სუპერქარის ოფიციალური გაყიდვები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ამ მომენტისათვის ის აშშ-ში შეკვეთისთვის არის ხელმისაწვდომი, რადგან ”ჰონდას” ოჰაიოს ქარხანაში მისი წარმოება ნახევარი წლის წინ დაიწყო, ასევე ავტომობილზე შეკვეთის გაკეთებას ავსტრალიაშიც შეძლებენ.
Honda NSX ზოგიერთ ბაზარზე Acura-ს ბრენდით გაიყიდება, ის 3.5 ლიტრიანი ტვინ ტურბო V6 ძრავითა და სამი ელექტროძრავით არის აღჭურვილი. სუმარული სიმძლავრე კი 573 ცხენის ძალაა.
სუპერქარის პირველი სერიული ეკზემპლარი ამერიკაში Barrett-Jackson-ის აუქციონზე 2016 წლის დასაწყისში 1,2 მილიონ დოლარად გაიყიდა. ავტომობილის მფლობელი ყოფილი მრბოლელი და ამჟამად NASCAR-ის გუნდის მფლობელი რიკ ჰენდრიკია.