ამერიკელმა სპეციალისტებმა იმ დღის დადგენა გადაწყვიტეს, როცა ადამიანები ყველაზე ხშირად ღალატობენ ერთმანეთს. როგორც აღმოჩნდა, „გვერდზე გახედვის“ სურვილი ადამიანებს ყველაზე მეტად შუა კვირაში – ოთხშაბათ დღეს უჩნდებათ.
მეცნიერებმა საკმაოდ მასშტაბური კვლევა ჩაატარეს 170 000 ადამიანის მონაწილეობით. ექსპერიმენტის მომენტში მოხალისეები ან ხანგრძლივ ურთიერთობაში იყვნენ ან დიდი ხნის დაქორწინებული. ექსპერტებმა ნაცნობობის ყველაზე პოპულარულ საიტების დეტალური ანკეტირება ჩაატარეს და სხვადასხვა ასაკის, სოციალური სტატუსის თუ რელიგიური მრწამსის ადამიანები გამოკითხეს და დაადგინეს, რომ ადამიანები ყველაზე ხშირად ოთხშაბათ დღეს ღალატობენ, გამოსაშვებ დღებში კი, თავს იკავებენ, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ადამიანების უმეტესობა, შაბათ-კვირას სახლში ატარებს და ნებისმიერ ოჯახურ უთანხმოებაზე ახერხებს თვალის დახუჭვას, ოთხშაბათობით კი, სახლში დაგვიანებას ნებისმიერი წვრილმანი მიზეზით ამართლებს.