სატელევიზიო გადაცემა „პრაიმშოუს“ გასული ეპიზოდის თემა ღალატი იყო.
ითვლება თუ არა ღალატად სოციალურ ქსელში Like და Follow და არის თუ არა ფლირტი ღალატის სახე – ამ საკითხებზე გადაცემაში სტუმრად მყოფმა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელმა ცნობადმა სახეებმა ისაუბრეს.
საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა ცნობილმა ფიტნეს ინსტრუქტორმა, Cherry’s Fitness-ის ავტორმა ნინო ჩერქეზიშვილმაც:
„ონლაინ ძალიან ბევრი მეგობარი მამაკაცი მყავს, რომელსაც ცხოვრებაში არასდროს შევხვედრივარ, უბრალოდ, ჩემი ბლოგიდან გამომდინარე ვსაუბრობთ, ეს დამალული არ არის, ამის შესახებ მეუღლესთანაც მისაუბრია, მასთან ერთად ვხსნი და ვსაუბრობ ხოლმე. მიმოწერის შინაარსს გააჩნია.
ჩვენ ურთიერთობაში ენობრივი ბარიერი გვაქვს, მე და ჩემს პარტნიორს, რაღაც მომენტში, კომუნიკაციაში გვაკლია, ანუ ჩვენ ვუშვებთ იმას, რომ ის, დავუშვათ, ესპანურენოვანს მისწერს, რომ კომუნიკაციის მომენტი დაიკმაყოფილოს და მეც მივწერ.
ცალსახად რომ დავარქვათ – ეს ღალატია, ან არ არის ღალატი, ეს ძალიან სუბიექტურია და არა სოციუმის, არამედ წყვილის გადასაწყვეტია“, – ამბობს ფიტნეს ინსტრუქტორი ნინო ჩერქეზიშვილი.
💔❌ ჩვენ ვუშვებთ იმას, რომ მივწეროთ ვინმეს…💔❌მე და ჩემს პარტნიორს კომუნიკაცია გვაკლია ენის ბარიერის გამო. ამიტომ ჩვენ ვუშვებთ იმას, რომ მივწეროთ ვინმეს… ✨ნინო ჩერქეზიშვილი – ფიტნეს ინსტრუქტორი #პრაიმშოუში
Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on ოთხშაბათი, 17 ივლისი, 2024