LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ქმარი რომ ცოლს მანქანას უყიდის და ის ცოლი მაინც ცუდ ხასიათზეა, რომ მეზობელს უკეთესი აქვსო, ეს არის შური…“ – რას ამბობს თამუნინკა ადამია შურის შესახებ „იმედის“ ეთერში

150
თამუნინკა ადამია

„იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პრაიმშოუ“ მსახიობი თამუნინკა ადამია შურის ფენომენზე საუბრობს:

„ქმარი რომ ცოლს მანქანას უყიდის და ის ცოლი მაინც ცუდ ხასიათზეა, რომ მეზობელს უკეთესი აქვსო, ეს არის შური. შური არის ცოდვა. შემშურებია… ადამიანები ნორმალურები და განათლებულები იმიტომ ვართ, რომ ეს გრძნობა ვმართოთ. რაც ცუდია, ის დავბლოკოთ, რაც კარგი გვაქვს, წარმოვაჩინოთ. შემშურებია და მითქვამს საკუთარი თავისთვის, როგორ შეგშურდა იმისი-მეთქი? თუ ადამიანი წარუმატებელია პირად ცხოვრებაში, კარიერაში, არიან ხომ ასეთი ადამიანი? მას შეშურდება მისი, ვისაც ყველაფერი აქვს, მაგრამ მიკვირს იმ ადამიანების, ვისაც ყველაფერი აქვს და მაინც შურს სხვისი. ვისაც არაფერი აქვს და სხვისი არ შურს, იმ ადამიანს დავუჩოქებ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g