LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპენჰაგენი ეკოლოგიურ ტურისტებს სადილებს და წყალზე გასეირნებას აჩუქებს

133
CopenPay - Øens Have

კოპენჰაგენში მოღვაწე კომპანიების ნაწილმა გადაწყვიტა წაახალისოს ის ტურისტები, ვინც ცხოვრების ეკოლოგიურ წესს ეწევა. ასეთ ვიზიტორებს შეუძლიათ უფასო სადილის, მუზეუმის ბილეთის ან ბორნით გასეირნების იმედი ჰქონდეთ.

ინიციატივას 24 საქალაქო სივრცე შეუერთდა. მათი უმრავლესობა ველოსიპედით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მომხრეა. თუკი ამ ობიექტებამდე მისასვლელად ტურისტი ავტომობილს არ გამოიყენებს, შეუძლია უფასო ყავის, სადილის თუ ექსკურსიის იმედი ჰქონდეს. ჯილდოს მისაღებად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებული ბილეთის ან ველო მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოს ჩვენება იქნება საკმარისი.

კოპენჰაგენში სხვა ეკო-აქტივობებსაც წაახალისებენ. მაგალითად, ქუჩაში მოგროვებული ერთი ტომარა ნაგვისთვის, ტურისტს ნატურალური პროდუქტისგან მომზადებული სადილით გაუმასპინძლდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები