LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავი, შესაძლოა, ესპანეთის მეფე გახდეს – გავი პრინცესა ლეონორს გაუმიჯნურდა

1018
პრინცესა ლეონორი

ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, მსოფლიო ესპანელი ფეხბურთელების ცხოვრებას დეტალურად სწავლობს. ამჯერად ყველაზე პოპულარული თემა მედიაში 19 წლის ფეხბურთელი გავია.

ცნობილი ხდება, რომ ბარსელონას ფეხბურთელსა და ესპანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს, 18 წლის პრინცესა ლეონორს შორის სიყვარულმა იფეთქა. იქამდეც ბევრი იწერებოდა ლეონორის გავით გატაცების შესახებ. ამბობდნენ, რომ ლეონორი სახლში გავის ფოტოებსაც ინახავს.

დღეს ყველა წერს ცნობილი ფეხბურთელისა და პრინცესა ლეონორის შეხვედრის მომენტზე. სამეფო ოჯახმა ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებს სასახლეში უმასპინძლა. ყველა სწორედ ლეონორისა და გავის შეხვედრას ელოდა, სადაც კამერებმა ბევრი საინტერესო მომენტი დაიჭირეს. ესპანური მედია წერს, რომ თუ ეს ურთიერთობა შედგა, სამეფო პროტოკოლის მიხედვით, გავის ფეხბურთზე უარის თქმა მოუწევს, რადგან წესით ის, ესპანეთის მომავალი მეფე გახდება. 

ესპანელი პრინცესა, 18 წლის ულამაზესი ლეონორი „კაროლინა ჰერერას“ წითელ ორეულში ბრწყინავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g