საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ელის მარია სააკაშვილის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ალისკა მისი გათავისუფლებისთვის მეგობრებთან ერთად ლოცულობს.
„ალისას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა 4 წლის, ახალი საყვარელი საქმიანობა გაუჩნდა – სულ ეძებს და უმეგობრდება ახალ ბავშვებს და დამეგობრებიდან ცოტა ხანში აუცილებელ რიტუალად ამკვიდრებს „მოდი ერთად ვილოცოთ, რომ მამაჩემი მალე გამოვიდეს“ ❤ საოცრებაა ისიც, რომ არცერთი ბავშვი უარს არ ეუბნება და არიან ასე საერთო პირჯვრის წერაში და ბუტბუტში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.