LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Blanpain-ის ბრენდმა შეყვარებულების საათი შექმნა

12

Blanpain-ის ბრენდმა შეყვარებულების საათი შექმნა. ვალენტინობის მოახლოებასთან ერთად ბაზარზე, სპეციალურად წყვილებისთვის განკუთვნილი პროდუქციის ასორტიმენტი უფრო და უფრო იზრდება. გამონაკლისი არც შვეიცარიული მწარმოებელი არ დარჩა და ახალი კოლექცია მთლიანად სიყვარულს მიუძღვნა.

ორიგინალური საათის ციფერბლატი მთლიანად ბრილიანტებით და სვაროვსკის თვლებითაა გაფორმებული და მისი ფასი ჯერ-ჯერობით არ სახელდება.

აღსანიშნავია, რომ სიახლე შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 99 ეგზემპლარი გამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის შეძენას მხოლოდ რჩეულები შეძლებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები