რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „იმედის“ მაყურებელმა ეთერში იხილა „ვინ ვინ არის“ მესამე სეზონის ფინალური ტური, რომლის გამარჯვებული ჩელო გახდა და როგორც აღმოჩნდა, ნიღაბი ირაკლი კავსაძეს ჰქონდა მორგებული.
მეგა შოუს მეორე ადგილი – პანდამ დაიკავა, რომლის ნიღაბი თურმე ირაკლი ნოზაძემ მოირგო, ხოლო ხოლო მესამე ადგილის მფლობელი შანდალი გახდა. მისი ნიღაბი კი ნატალია ქუთათელაძეს ჰქონდა მორგებული.
აღსანიშნავია, რომ სამივე ფინალისტი სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდა.
მოგეხსენებათ, შოუს მონაწილე ვარსკვლავებს ამ სივრცეში მანტიის და ნიღბის გარეშე გამოჩენა ეკრძალებოდათ. კოსტიუმებს პირად კარავში ირგებდნენ და სცენაზე გადიოდნენ.
გრანდიოზული ფინალის შემდეგ სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, რომელიც მეგა შოუს ფორმატიდან გამომდინარე, მაყურებელს შოუს მსვლელობის დროს არ უნახავს – კადრები, თუ როგორ ემზადებოდნენ მონაწილეები სცენაზე გასასვლელად მათთვის საგანგებოდ შექმნილი კარვიდან, ასევე, როგორ ამზადებდნენ და როგორ იწერებოდა მუსიკალური ნომრები.
ვიდეოებს ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი და პროდიუსერი გვიზიარებს.