LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახლა ვზივარ და ვფიქრობ ყველაზე უჩვეულო მოგზაურობაზე ჩემს ცხოვრებაში, ვგრძნობ, რომ თითქოს იგივე გოგონა იწყებს ცხოვრებას, სავსე ენერგიებითა და სიმამაცით…“ – ჯეი ლოს ემოციური პოსტი და უახლესი ფოტოები

412
page

ჯეი ლომ რამდენიმე საათის წინ თავისი გრანდიოზული, 55-ე იუბილედან ფოტოები გაავრცელა. არტისტი პიჟამაში, ყვავილებისა და ულამაზესი ტორტის ფონზე პოზირებს.

ვარსკვლავმა ვრცელ და საოცრად ემოციურ პოსტში გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადაუხადა.

„გუშინ და დღეს მთელი მსოფლიოდან აუარებელი ლამაზი სურვილი, ვიდეო და პოსტი მივიღე. გამეცინა, გამეღიმა, ცრემლები წამომივიდა და “თაიმს სკვერზე” ბილბორდი რომ დავინახე, ემოციები საერთოდ ვეღარ შევიკავე. მე ნამდვილად მყავს მსოფლიოში საუკეთესო, ყველაზე საოცარი თაყვანისმცემლები. ვერასდროს გამოვხატავ, თუ როგორი აღელვებული ვარ ან რა წარმოუდგენლად ბედნიერად ვგრძნობ თავს, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხართ. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ძნელი დასაჯერებელია, რომ მთელი ეს დრო ერთად გავატარეთ.

სახალისოა, ახლა აქ ვზივარ და ვფიქრობ ყველაზე უჩვეულო მოგზაურობაზე ჩემს ცხოვრებაში, ვგრძნობ რომ თითქოს იგივე გოგონა იწყებს ცხოვრებას სავსე ენერგიებითა და სიმამაცით… მზადაა დაიპყროს მთელი სამყარო, გარეგნულად ძალიან ნაზმა, მყიფემ და ზოგჯერ შეშინებულმა, თუმცა ყოველთვის სიყვარულით სავსემ.

თქვენდამი ჩემს სიყვარულს საზღვრები არ აქვს. მინდა იცოდეთ, რომ ჩემს დაბადების დღეზე, ყველაზე დიდი საჩუქარი ხართ. ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად თქვენ ყოველთვის ჩემს გვერდით იყავი კარგ და ცუდ დროს. ყოველთვის შემეძლო მქონოდა თქვენი იმედი და მინდა იცოდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ. მადლობა თქვენი ზრუნვისთვის, თქვენი გაგებისთვის, თქვენი ერთგულებისთვის და რაც მთავარია თქვენი სიყვარულისთვის. მადლობა, მადლობა, მადლობა…“ – წერს ჯენიფერ ლოპესი.

ფოტო/ვიდეო: მეჯლისი პრინცის გარეშე – ჯეი ლო გრანდიოზული დაბადების დღიდან შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს

ჯეი ლოს „თავისუფლების ცეკვა“ და ემოციური სიმღერა – „სთორები“ ჯეი ლოს მეჯლისიდან, სადაც ბენი არსად ჩანსა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები