ბენ აფლეკთან დანგრეული ოჯახისა და Diddy-ის ირგვლივ ატეხილი სკანდალის ფონზე, ჯენიფერ ლოპესი პოლიტიკაში გადაეშვა. 55 წლის არტისტი და მსახიობი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭრეს მხარს.
ვარსკვლავი ჰარისთან ერთად ფართომასშტაბიან ღონისძიებაზე გამოვიდა და საზოგადოებას სიტყვითაც კი მიმართა. ტრიბუნაზე, სიყვარულზე საუბრის დროს მან ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა.
ამ დღეს ის ყავისფერ, დახვეწილ კაბაში იყო გამოწყობილი და როგორც ყოველთვის, შეუდარებლად გამოიყურებოდა.
„ჩემთვის უდიდესი პატივია კამალა ჰარისის გვერდით დგომა. მოდით გავაგრძელოთ ერთმანეთის მხარში დგომა და ბრძოლა იმ მომავლისთვის, რომელშიც თითოეული ადამიანის ხმა შესმენილი იქნებ“, – აცხადებს ჯეი ლო.
ბენ აფლეკის მიერ ორჯერ მიტოვებული ჯეი ლო „დიდი რევანშს“ გეგმავს – უახლესი დეტალები
ჯეი ლომ ახალგაზრდა ბიჭების კასტინგი მოაწყო და იარებს ამ გზით იშუშებს – უახლესი დეტალები