ამერიკელი ქალი 911-ში უმიზეზო ზარების გამო შესაძლოა ციხეში მოხვდეს. ამის შესახებ KBTX წერს.
34 წლის კეშა კენედიმ გადაუდებელი დახმარების სამსახურში 2020 წლის შემდეგ 400-ჯერ დარეკა, რათა ადგილობრივი მაშველები გასართობად და სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში წასასვლელად გამოეყენებინა. მედიკოსებს, რომლებსაც ქალის ყალბი მიზეზების გამო უწევდათ მოცდენა, რეალური პაციენტების დახმარება აღარ შეეძლოთ.
ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაში მაშველებმა ვერ შეძლეს დროულად მისულიყვნენ კაცთან, რომელიც ვერ სუნთქავდა, რადგან კენედის ტრანსპორტირებით იყვნენ დაკავებული. ბრალდების ინფორმაციით, შედეგად მამაკაცის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
კენედი 911-ში კვირაში რამდენჯერმე რეკავდა, ზოგჯერ კი დღეში რამდენჯერმეც.
საავადმყოფოც იძულებული იყო ქალი ყოველი შეყვანის შემდეგ გამოეკვლია, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა.