LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთთვიანი გამოკვლევების შემდეგ, მკურნალობა დავიწყეთ“ – რას წერს თორნიკე ყაჯრიშვილი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

203
თორნიკე ყაჯრიშვილი

„რუსთავი 2“ – ის ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სოციალურ ქსელში წერს.

„ერთთვიანი გამოკვლევების შემდეგ, დავიწყეთ მკურნალობა. ძლიერი დათიკო, თავს კარგად გრძნობს, პირიქით, აქეთ გვაძლევს ძალას რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ.

ყველას, ყველას ერთად და სათითაოდ, უღრმესი მადლობა, თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის და ყველაფრისთვის“, – წერს თორნიკე ყაჯრიშვილი.

ცნობისათვის, დათა ყაჯრიშვილს მცირე ხნის წინ თავზე ოპერაცია ჩაუტარდა სიმსივნის ამოსაკვეთად, ახლა კი მკურნალობის გასაგრძელებლად ესპანეთში იმყოფება.

„ეს პატარა ბიჭი ახლა „ესპლანეთშია“.. ნამდვილ „საჰში“ ჰომ მალე წავალთ?! – ამ კითხვით იწყება დღე და მთავრდება.. კი, მამ, აუცილებლად მალე წავალთ გამარჯვებულები და თან ჩემპიონები“ – თორნიკე ყაჯრიშვილი ემოციურ პოსტს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g