LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიგარეტმა შესაძლოა შიზოფრენია გამოიწვიოს

35

სიგარეტმა შესაძლოა შიზოფრენია გამოიწვიოს. მედიკოსებმა თამბაქოს მავნებლობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, ნიკოტინს გარდა ჯანმრთელობის პრობლემებისა, ასევე ფსიქიკური გართულებების გამოწვევაც შეუძლია. ეს განსაკუთრებით სტაჟიან და აქტიურ მწეველებს ეხებათ.

აღმოჩნდა, რომ მათ შემთხვევაში შიზოფრენიის გაჩენის რისკი 10-15%-ით იზრდება, რაც საკმაოდ საშიში სტატისტიკაა. ასეთი დასკვნა სპეციალისტებმა 275 ათასი მოხალისის შესწავლის შემდეგ მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ცდის პირთა შორის ნახევარზე მეტი მწეველები იყვნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები