LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის პროექტთან მიმართებაში აბსოლუტურად მართალი იყო

126
ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ეხმაურება:

„პარიზის საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტის განვითარების საკითხში. საბოლოოდ, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა პროექტთან მიმართებაში აბსოლუტურად მართალი იყო. დასრულდა წლების სპეკულაცია მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც ინვესტორს ვალდებულება რამდენჯერმე გადაუვადა. მართალია, პროექტის განხორციელება იმ პირობებით ვერ შესრულდა, თუმცა დღეს საქართველოს მთავრობა, 2022 წლიდან მოყოლებული, თანმიმდევრულად, ახალი საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად ავითარებს პროექტს. ჩვენ საერთაშორისო კონკურსის პირობების მიხედვით ვარჩევთ საერთაშორისო კერძო პარტნიორს და გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი. პარალელურად, საქართველოს მთავრობამ დაიწყო მშენებელი კომპანიის შერჩევა, საერთაშორისო კონკურსის პირობებში, სადაც ოთხი წამყვანი საერთაშორისო კომპანია მონაწილეობდა. უახლოეს ხანებში გვექნება შედეგები და პროექტის განვითარება  გეგმაზომიერად წარიმართება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მიმდინარე წელს დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები და პარალელურად შედგეს შეთანხმება კერძო პარტნიორთან“.

mazda magti 5g