3 აგვისტოს – Mono Hall ბათუმში – პოპულარული და ყველასათვის საყვარელი ქართველი მომღერლის ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი გაიმართება.
მისი სოლო კონცერტები გამორჩეული და ყოველთვის გრანდიოზულია.
აღსანიშნავია, რომ სოლო კონცერტზე, მომღერლის ახალი სიმღერის პრემიერა შედგება.
„ისტორია“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც ანრი 3 აგვისტოს წარადგენს.
„მქონდა პატივი პირველს მომესმინა“ – წერს მაკა ზამბახიძე.
„იიიფ, რა ჰიტი ცხვებააა,“ – აღნიშნავს დალი ჩიტალაძე.
„განსხვავებული საუნდია წინებისგან და ეს შესანიშნავია“
„კიდევ ერთი საოცრება გველოდება ფაქტია“
„როგორ ველოდებით“ – წერენ ანრის ფანები.
აღსანიშნავია, რომ ანრის ახალი სიმღერაზე ვიდეო უკვე „გასთორეს“ მარიტა მელიქიშვილმა და გიორგი გასვიანმა.
„ჩვენ უკვე გავსთორეთ,“ – წერს გიორგის მეუღლე და კადრებს გვიზიარებს.