სელმა ჰაიეკმა საცურაო აუზში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. სურათებზე, რომლებშიც მექსიკელი მსახიობი მწვანე საცურაო კოსტიუმითაა აღბეჭდილი, ინტერნეტმომხმარებლებმა ხაზი მის ასაკს გაუსვეს. მათი თქმით, 57 წლის ვარსკვლავი შეუდარებლად გამოიყურება.
Სელმამ აღნიშნა, რომ აგვისტოს დიდი მოლოდინი ჰქონდა, რათა დაესვენა. ახლახან, ფილმის – Without Blood გადაღებები დასრულდა, რომელშიც ის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. კინოსურათს, რომლის რეჟისორი – ანჯელინა ჯოლია, სექტემბერში, ტორონტოს საერთაშორისო კინო ფესტივალზე წარადგენენ.