LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ბარამიძე: „ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ძალიან დიდი სირცხვილია, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გრძელდება“

179
გია ბაამიძე და მიხეილ სააკაშვილი

„ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ძალიან დიდი სირცხვილია, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გრძელდება“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ევროკავშირისა და NATO-ს ნაცვლად, „ქართულ ოცნებას“ საქართველო რუსეთის ჭაობისკენ მიჰყავს.

„სასამართლო პროცესებზე სიარული გვიწევს იმის ნაცვლად, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ქართველ ხალხთან ერთად იმ მძიმე ვითარებაში, რაც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში, უკრაინაში და მხარს უჭერდეს ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს დაეხმაროს დაბრუნდეს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე.

სწორედ ევროკავშირი და NATO არის ჩვენი გზა მშვიდობისკენ, ჩვენი გზა ტერიტორიების მშვიდობიანი გზით გამთლიანებისკენ, ჩვენი დევნილების სამშობლოში დაბრუნების გზა, საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა.

ყველაფერი ის, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, ივანიშვილის რეჟიმი გვაკარგვინებს იმიტომ, რომ ნაცვლად ევროკავშირისა და ნატოსა, ჩვენ რუსეთის ჭაობისკენ მივყავართ“. – განაცხადა გია ბარამიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g