LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ამილახვარი: „ბატონი რობერტი „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობს და მისგან შემოთავაზებას ველოდები…“

311
ანი ამილახვარი და რობერტ სტურუა

მსახიობი ანი ამილახვარი ჟურნალ „თბილისელებს“ სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრება.

– რაც შეეხება რუსთაველის თეატრს, მას რამდენად ეხება პოლიტიკა?

– პოლიტიკა ყველგან არის. ქუჩაში რომ გამოვდივარ, უკვე პოლიტიკა მეჭრება ცხოვრებაში. რაც შეეხება თეატრს, აქ ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს, მათ შორის ჩემს ხელმძღვანელობასაც, მაგრამ ისინი მე ჩემი ხედვის გამო არ შემხებიან. ბატონი რობერტი „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობს და მისგან შემოთავაზებას ველოდები. დღეს ეს ყველაზე გრანდიოზული და მნიშვნელოვანი პროექტია ქართულ თეატრალურ სამყაროში. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ამ პროექტის ნაწილი გავხდები. თუ ვინმე ჩემი თავისუფალი აზრის გამო დამჩაგრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი თავისუფალი პროცენტებიც მოკვდა და შემოქმედებას ამ ქვეყანაში აღარაფერი ეშველება. ჩემი აზრით, ხელოვანი ზუსტად ავთენტურობითა და თავისუფლების შეგრძნებით იზომება და თუ აზრის გამოხატვის გამო უნდა ჩაახშონ მასში ყველაფერი, მაშინ დამთავრებულა შემოქმედებითი პროცესები და ეგ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g