LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისმის კითხვა, რომ თუ ეს დახმარებები იყო უანგარო და რეალურად რასაც ამდენი ხანი გვაჯერებდნენ, რა მოხდა მაშინ?“ – ნინო წილოსანი ლუგარის ლაბორატორიაზე

292
ნინო წილოსანი, ლუგარის ლაბორატორია

„არის გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შეწყვეტილი თანხიდან, ლუგარის ლაბორატორიაში გარკვეული კვლევები აღარ დაფინანსდება. თუმცა, აუცილებლად უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ რა თქმა უნდა, ლუგარის ლაბორატორია იმუშავებს გამართულად და თავის ფუნქციას შეასრულებს“-ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„არათუ ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსება, არამედ სტუდენტებისთვის „ერასმუსის“ პროგრამაც შეიძლება შეჩერდეს“ – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლუგარის ლაბორატორიას დაფინანსება შეუჩერა.

„არის გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შეწყვეტილი თანხიდან, ლუგარის ლაბორატორიაში გარკვეული კვლევები აღარ დაფინანსდება. თუმცა, აუცილებლად უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ რა თქმა უნდა, ლუგარის ლაბორატორია იმუშავებს გამართულად და თავის ფუნქციას შეასრულებს. კიდევ ერთხელ ისმის კითხვა, რომ თუ ეს დახმარებები იყო უანგარო და რეალურად რასაც ამდენი ხანი გვაჯერებდნენ, რა მოხდა მაშინ? ლუგარის ლაბორატორიას არც თავისი კომპეტენცია დაუკარგავს და არც თავისი მიზნებისთვის უღალატია. ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ამ დაფინანსების შეწყვეტა გამოყენებული იქნება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო ნარატივის გასავრცელებლად. მათ შორის, ოპოზიციისთვის „საკვები“ იქნება, რომ მათ დღის წესრიგი ააწყონ“ – განაცხადა წილოსანმა „იმედთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g