ლეონადო დიკაპრიო და მისი საცოლე, ვიტორია ჩერეტი სარდინიის კუნძულებიდან იბიცისკენ გაემართნენ. მათ ლეოს უახლოესი მეგობარი, ტობი მაგუაირიც შეუერთდა. ვარსკვლავი იბიცას სანაპიროს გულდასმით ათვალიერებდნენ და საოცრად ლაღად გამოიყურებოდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ 49 წლის ოსკაროსანი მსახიობი შესანიშნავად გამოიყურება, მან ვარცხნილობა შეიცვალა და წონაშიც საგრძნობლად დაიკლო.
ცნობისთვის, გაზაფხულზე ლეოს რჩეული უზარმაზარი ნიშნობის ბეჭდით გადაიღეს. მედია აქტიურად წერს, რომ ლეო ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდა საკუთარ არჩევანში და მალე ვიტორია ჩერეტიზე იქორწინებს.