ქეით მიდლტონი, რომელიც უკვე მერვე თვეა, რაც სიმსივნის დიაგნოზს ებრძვის, საჯაროდ ისევ გამოჩნდა. ამჯერად უელსის პრინცესამ და პრინცმა უილიამმა ოლიმპიადაში მონაწილე ბრიტანეთის დელეგაციას ვიდეომიმართვა გაუგზავნეს.
კადრში ჩანს, რომ ქეით მიდლტონმა საგრძნობლად დაიკლო წონაში. გარდა ამისა, ყურადღებას იქცევს ფერმკრთალი სახე, მინიმალური მაკიაჟის ფონზე.
ქეითს ზუსტად ის ზოლიანი ზედა აცვია, რომლითაც მსოფლიოს საკუთარი ავადმყოფობის შესახებ შეატყობინა. რაც შეეხება პრინც უილიამს, ისიც პირველად ვიხილეთ
წვერით.