24 აგვისტოს, Black Sea Arena, Starring Georgia-ს ფარგლებში, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის „ერისიონის” კონცერტს უმასპინძლებს.
ანსამბლი მაყურებლის წინაშე წარდგება შოუ-პროგრამით – „ქართული საგანძური“.
„ჩვენს ძვირფას მაყურებელს მესამედ შევხვდებით „ბლექ სი არენას“ დიდ სცენაზე!
„ერისიონი“ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ევროპის დიდი საგასტროლო ტურნედან, სადაც 4 ქვეყნის 12 ქალაქში გამართა კონცერტები და ჩვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და შემოქმედება უცხოელ მაყურებელს გააცნო.
ევროპის ტურნედან დაბრუნებული ანსამბლი კი, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, მაყურებლის წინაშე ორი კონცერტით და სრული ანშლაგით წარდგა.
140 წლის ისტორიის მქონე ანსამბლმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრესტიჟული დარბაზების სცენებზე აიტანა, გააცოცხლა, გააცნო და დღემდე აცნობს მაყურებელს ქართულ ცეკვასა და მრავალხმიანობას, რომელიც „ერისიონის“ ორსაათიან შოუ-პროგრამაში ზუსტად ასახავს ქართულ კულტურას და ტრადიციებს.
უცხოეთში სავსე დარბაზებზე და ჩვენს წარმატებულ კონცერტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, „ერისიონმა“ ბოლო ხუთი წლის მანძილზე „ბლექ სი არენაზე“ სრული ანშლაგით ორჯერ გამართა კონცერტი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ბოლო წლების ისტორიაში.
24 აგვისტოს, გელოდებით ჩვენს ძვირფას მაყურებელს „ბლექ სი არენაზე“ საოცარ შოუზე, სადაც თქვენთვის ამაღლებული განწყობის შესაქმნელად სწორედაც რომ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხის, ათასწლეულებში გამოტარებულ და გამობრძმედილ ხალხური პროფესიული შემოქმედების შედევრებს იხილავთ, შოუ-პროგრამით „ქართული საგანძურით“, – აღნიშნულია ანსამბლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბილეთები იყიდება tkt.ge-ზე, 14 აგვისტოდან ბილეთების გაყიდვა ასევე დაიწყება „ბლექ სი არენას“ სალაროებში.