ირინა შეიკი იტალიური არდადეგების შემდეგ ზაფხულით ტკბობას აშშ-ში აგრძელებს. ამჯერად ის ქალიშვილთან და ოთხფეხა მეგობართან ერთად ამერიკის ერთ-ერთ კურორტზე იმყოფება.
38 წლის მოდელმა „ინსტაგრამზე“ დეტალურად გაგვიზიარა, თუ როგორ ისვენებს და რით არის დაკავებული. ის აუზზე ნებივრობს და ქალიშვილს ცურვას ასწავლის.
ამ დრომდე უცნობია, გრძელდება თუ არა მისი რომანი ტომ ბრედისთან. შეიკი უკვე თვეებია არავისთან გადაუღიათ. სამაგიეროდ, მოდელის ექს-პარტნიორი, ბრედლი კუპერს აქვს რომანი ახალგაზრდა მოდელთან, ჯიჯი ჰადიდისთან.
„ჯერ ისევ ზაფხულია, მიყვარს“ – ირინა შეიკი იტალიიდან საოცარ კადრებს გვიზიარებს
ირინა შეიკისა და პატარა ლეას არდადეგები – მოდელი ფოტოების სერიას ავრცელებს