LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ის იყო სიყვარულის მოძღვარი, უდიდესი სიყვარული დათესა..ბედნიერებაა, რომ ამ ადამიანს ვიცნობდი..გვასწავლა რა არის მოძღვრობა, როგორ უნდა გვიყვარდეს ადამიანები..არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი იცხოვრებ ამ ქვეყანაზე, მთავარია როგორ იცხოვრებ“ – მამა შალვა კეკელია მამა თეიმურაზ ქორიძეზე

216
მამა შალვა

მამა შალვა კეკელია მამა თეიმურაზ ქორიძეს ემოციურად იხსენებს.

როგორც მამა შალვა აღნიშნავს, მამა თეიმურაზი სიყვარულის მოძღვარი იყო.

მისივე თქმით, მამაო სემინარიაშივე გამორჩეული სტუდენტი იყო და განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ადამიანების მიმართ.

„მთელი ერისთვის დიდი ტრაგედიაა ასეთი ახალგაზრდა, საოცარი მოძღვრის გარდაცვალება. ღმერთმა ალბათ 10 თვის წინ დააბრუნა ამ ქვეყანაზე რომ ის სიტყვები, რომლებიც ბოლოს თქვა, ეთქვა ჩვენთვის. დიდი ხანია ის ქადაგებდა სიყვარულზე, სიხარულზე, ბედნიერებაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთის გაფრთხილებას ქადაგებდა ძალიან ხშირად.  როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანები ერთმანეთს და რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანი უფრთხილდებოდეს ყველა წუთს და ყველა წამს. მამა თეიმურაზს ეს მთელი არსებით ჰქონდა. ჩვენთან სწავლობდა სემინარიაში, იქაც გამორჩეული იყო, მისი სტუდენტობა, დამოკიდებულება ლექტორებთან, სტუდენტებთან. ყოველთვის გამოარჩევდი. ის იყო სიყვარულის მოძღვარი, უდიდესი სიყვარული დათესა, ბედნიერებაა, რომ ამ ადამიანს ვიცნობდი, იყო ჩვენი ეკლესიის წევრი და მასთან ერთად ყოფნა მოგვიწია. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი იცხოვრებ ამ ქვეყანაზე, მთავარია როგორ იცხოვრებ. მამა თეიმურაზმა ამ პატარა ასაკში შეძლო ის, რომ ყველას, მთელ ქვეყანას თავი შეაყვარა და გვასწავლა რა არის მოძღვრობა, როგორი უნდა იყოს მოძღვარი, როგორ უნდა ვმსახურობდეთ და როგორ უნდა გვიყვარდეს ადამიანები,“ – აღნიშნა მამა შალვამ.

ნინო სურგულაძე: „მამა თეიმურაზ ქორიძე..ადამიანი, რომელმაც დიდი სიყვარული დატოვა…დააკვირდით მის სახეს, როგორ ანათებს…“

„გესალმებოდა ისე გულითადად, ისეთი სიყვარულით, რომ კაცს გეგონებოდა, მხოლოდ შენს ნახვას ელოდა მთელი დღის მანძილზეო! როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყავი, გული სიხარულითა და იმედით გევსებოდა“ – რას წერენ მამა თეიმურაზ ქორიძეზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g