LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო“ – მედია ბენ აფლეკის ახალ რომანზე ალაპარაკდა, მისი სამიზნე კენედის დინასტიის წარმომადგენელია

397
page

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, „ბენიფერის“ დაშორების შესახებ ბევრი დეტალი გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, ჯეი ლომ განქორწინებისთვის საჭირო საბუთები ლოს-ანჯელესის სასამართლოში გასული კვირის სამშაბათს შეიტანა, აფლეკთან დაშორების თარიღად კი 26 აპრილი მიუთითა.

ყოველივე ამის ფონზე, მედია 52 წლის ბენის ახალ რომანზე ალაპარაკდა. ოსკაროსანი მსახიობის ახალი სამიზნე, კენედის დინასტიის წარმომადგენელია. წყაროს ინფორმაციით, აფლეკი ამერიკელი პოლიტიკოსის, რობერტ ფრენსის კენედის 36 წლის ქალიშვილს, კიკ კენედის ხვდება.

წყვილი ერთად The Beverly Hills Hotel-ის რესტორან,  Polo Lounge-ში დააფიქსირეს. რეპორტიორებმა გოგონას ინფორმაციის დასადასტურებლად უკვე მიმართეს, თუმცა ჟურნალისტებთან რაიმე სახის კომუნიკაციაზე მან კატეგორიული უარი განაცხადა. დუმილის უფლებას ინარჩუნებს თავად ბენიც. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ბენმა ჯეი ლოს ნიშნობის ბეჭედზე ემოციური სიტყვების გრავირება გააკეთა – ცნობილი ხდება, თუ რა წერია 5 მილიონ დოლარად შეფასებულ ბეჭედზე

ჯეი ლოსთან განქორწინების შესახებ დადასტურებული ინფორმაციიდან რამდენიმე საათში, ბენ აფლეკი ოჯახური ვოიაჟის დროს გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები