LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც მთავარია, უნდა იყოს მშვიდობა… ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაყურებელს ჩემი რამდენიმე სიმღერა უნდა ვაჩუქო“ – მანანა თოდაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტზე

165
მანანა თოდაძე

„დუშეთში პირველად ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაყურებელს ჩემი რამდენიმე სიმღერა უნდა ვაჩუქო“ – ამის შესახებ მომღერალმა, მანანა თოდაძემ დუშეთში განაცხადა. მისი თქმით დუშეთში პირველად არის.

აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან მომღერალმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტზე საუბრისას გაკეთა, რომელიც ამ წუთებში დუშეთის ცენტრალურ პარკში ტარდება.

„იმედთან“ საუბარში, მომღერალმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს არის საშუალება, ადამიანებმა ერთმანეთს სიხარული, სიყვარული და ბედნიერება გაუზიარონ.

„დუშეთში პირველად ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაყურებელს ჩემი რამდენიმე სიმღერა უნდა ვაჩუქო. რაც მთავარია, უნდა იყოს მშვიდობა, გვიყვარდეს ერთმანეთი და ერთმანეთს ყოველთვის მხარში ვედგეთ. მთავარი ეს არის – მშვიდობა იყოს! ჩვენს შვილებს მშვიდად ეძინოთ და ჩვენ თავზე ცა იყოს მოწმენდილი“ – განაცხადა თოდაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g