LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari Land-ის პარკში ყველაზე სწრაფი ამერიკული მთები გაჩნდება

28

ყველაზე სწრაფი ამერიკული მთები Ferrari Land-ის პარკში გაჩნდება. შეგახსენებთ, რომ გრანდიოზული გასართობი პარკი ესპანეთის ტერიტორიაზე PortAventura-ს სიალხოვესაა განთავსებული და მისი გახსნა 7 აპრილისთვისაა დაგეგმილი.

პარკში ათობით ატრაქციონი დადგეს, თუმცა მათ შორის ყველაზე გამორჩეული Red Force, ანუ ე.წ. ამერიკული მთები იქნება, რადგან ის 5 წამში 180 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს. ატრაქციონის სიმაღლე 112 მეტრია, რაც ადრენალინის დონეს კიდევ უფრო გაზრდის. ზოგადად, Ferrari Land-ის ფართობი 70 ათასი კვადრატული მეტრია და ის მთლიანად ოჯახურ გართობაზეა ორიენტირებული.

გარდა ატრაქციონებისა, პარკში ასევე რესტორნები, მაღაზიები და სხვა გასართობი ადგილებიც იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს წინ დაუვიწყარი დასვენება ელოდებათ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები