LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ მოინდომებ, შესაძლებელია კარგ შედეგს რეპეტიტორების გარეშეც მიაღწიო“ – ვინ არის ტყუპი და-ძმა, რომლებიც სასურველ უნივერსიტეტებში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ

199
გვან_ცა და ლუკა წი_წი_ლაშ_ვი_ლე_ბი

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა 2024 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

წელს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა 32 000-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა მო­ი­პო­ვა, რაც ჩა­რი­ცხვის უფ­ლე­ბის მქო­ნე გა­მო­საც­დე­ლე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 80%-ს შე­ად­გენს.

2024 წელს და­ფი­ნანსდა 11 600-ზე მეტი გა­მო­საც­დე­ლი. სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტი მო­ი­პო­ვა 6 500-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა. აქე­დან – 100%-იანი სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტი მი­ი­ღო 1 000-ზე მეტ­მა აპ­ლი­კან­ტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტ­მა გა­მო­საც­დელ­მა, 50%-იანი გრან­ტი კი – 4 000-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა. სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე ჩა­ი­რი­ცხა 5 000-ზე მეტი გა­მო­საც­დე­ლი.

გვან­ცა და ლუკა წი­წი­ლაშ­ვი­ლე­ბი ტყუ­პი და-ძმაა – ოჯა­ხი­დან ორი აბი­ტუ­რი­ენ­ტი 100%-იანი გრან­ტის მფლო­ბე­ლი გახ­და.

მათგან ერთ-ერთმა ტყუპისცალმა – გვან­ცამ საგამოცდო შედეგების შემდეგ მიღებულ ემო­ციებზე „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა:

„მე და ჩემ­მა ძმამ და­ვამ­თავ­რეთ ვე­კუ­ას სკო­ლა, მე ჩა­ვა­ბა­რე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან ამე­რი­კულ პროგ­რა­მა­ზე. ქარ­თულ­ში 56 ქულა ავი­ღე, ინ­გლი­სურ­ში 64, მა­თე­მა­ტი­კა­ში 44, ბი­ო­ლო­გი­ა­ში – 66.

არ იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი ჩემ­თვის, რომ სრულ და­ფი­ნან­სე­ბას მო­ვი­პო­ვებ­დი. სად ჩა­ვი­რი­ცხე­ბო­დი ამა­ზე უფრო ვნერ­ვი­უ­ლობ­დი და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ იქ მოვხდი, სა­დაც ძა­ლი­ან მინ­დო­და. ჩემ­მი ძმა „თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ ჩა­ი­რი­ცხა პროგ­რა­მი­რე­ბა­ზე. ერთ სკო­ლა­ში და ერთ კლას­ში ვსწავ­ლობ­დით.

ვფიქ­რობ, რომ სკო­ლა­ში დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნის 70%-ია ჩემი შე­დე­გის წი­ნა­პი­რო­ბა, რად­გან ყვე­ლა სა­გან­ში კარ­გი სა­ფუძ­ვე­ლი მქონ­და, სა­ნამ აბი­ტუ­რი­ენ­ტი გავ­ხდე­ბო­დი. თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტი მონ­დო­მე­ბუ­ლი და სა­ჭი­რო მა­სა­ლებს თა­ვად მო­ძებ­ნის, შე­საძ­ლოა, რომ რე­პე­ტი­ტო­რე­ბის გა­რე­შეც მი­აღ­წი­ოს კარგ შე­დეგს“.

magti 5g