LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მისი უწმინდესობის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული“ – მეუფე გრიგოლი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივაზე

123
მეუფე გრიგოლი

„მინდა, ხაზგასმით ვთქვა, პატრიარქის სურვილი გითხრათ. პატრიარქის სურვილი ითქვა, აღინიშნა მოსაყდრის მიერ, რომ მისი უწმინდესობის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული – პატრიარქის პოზიციას იზიარებენ [მღვდელმთავრები]“ – აღნიშნული განცხადება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებთან გაკეთა.

საუბარია ხელისუფლების მხრიდან მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივასთან დაკავშირებით საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრაზე.

როგორც მღვდელმთავარმა აღნიშნა, საკითხის განხილვაში შესვლას არ აპირებს, რადგან მისი თქმით „თუნდაც 2 საათიან შეხვედრაში უხერხულიც არის ამ ტიპის დოკუმენტზე მსჯელობა.“

„ჩემი პასუხი ის არის, რომ ამ ტიპის წინადადება, იმდენი საკითხია, რომ ასე დაჩქარებულად განხილვას, ვფიქრობ, არ უნდა ექვემდებარებოდეს. ამიტომ, პირადად მე, არ შევედი განხილვაში და არც ვაპირებ განხილვაში შესვლას იმიტომ, რომ მეტი სიდინჯით მიდგომა, მეტი დაფიქრება, აწონ-დაწონა სჭირდება. არ მიმაჩნია, რომ დღეს, სახელდახელოდ სასწრაფო იყოს ამის განხილვა, თუმცა გასაგებია ზოგადად პრობლემები ცხოვრებაში არსებობს და ვმსჯელობთ სხვადასხვა პრობლემებზე, მაგრამ ეკლესიის სტატუსს რაც შეეხება, ყოველ შემთხვევაში, როდესაც საფუძვლიან შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მზადდებოდა მაქსიმალურად შესწავლილი იქნა ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება. როგორც არაერთხელ აღინიშნა, ეს იქნა მიღებული და მისი უწმინდესობა მაშინ არ იყო მომხრე იმ სტატუსის. დღეს, ამ წუთას, რაც მე ვიცი, ახლა, საუბარი არ არის სახელმწიფოებრივ რელიგიის სტატუსზე. გეუბნებით, განხილვაში არც კი შევედი, იმიტომ, რომ სახელდახელოდ, თუნდაც 2 საათიან შეხვედრაში უხერხულიც არის ამ ტიპის დოკუმენტზე მსჯელობა. [მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე] შემოთავაზება არის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი კიდევ უფრო განმტკიცდეს იმ საფრთხეების წინაშე, რომელიც არსებობს თანამედროვე სამყაროში, ზოგადად ფსევდოღირებულებებთან მიმართებაში, თუმცა არის პრობლემები, იქაც კი, სადაც სახელმწიფო რელიგია არის. იქაც კი, ვხედავთ ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, რომლებიც საერთოდ მიუღებელია ეკლესიისთვის“ – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მისი განმარტებით, საპატრიარქოდან მისი გამოსვლის დროს სხდომა გრძელდებოდა. როგორც მეუფე ამბობს, მან მადლობა გადაუხადა აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ კონსულტაციებზე მიწვევისთვის.

„ამ წუთას სხდომა გრძელდება, მე მადლობა გადავუხადე მოწვევისთვის კონსულტაციებზე. რა თქმა უნდა, ჩემი აზრი ვთქვი, რასაც თქვენ გეუბნებით ის ვთქვი, იქაც. აქ არ არის [აზრის] მიღება არმიღებაზე [საუბარი]. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, პატრიარქის სურვილი გითხრათ, პატრიარქის სურვილი ითქვა, აღინიშნა მოსაყდრის მიერ, რომ მისი უწმინდესობის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული, მაგრამ ეს არ არის რაღაც ერთობლივი გადაწყვეტილების თემა და არც ამაზეა საუბარი, აქ საუბარია სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ ნებაზე, კეთილ ნებაზე. ამის უკან, რაღაც სპეკულაციები, კარგია, ცუდია – ამას სჭირდება სერიოზული განხილვა, ანალიზი, სპეციალისტების შეხვედრები და ამის შემდეგ გარკვეული აზრის ჩამოყალიბება. ვფიქრობ, რომ არ არის ისეთი თემა, რომელზეც არსებული კონსტიტუციური შეთანხმება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ რაიმე გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ეს ფორმატი აბსოლუტურად იძლევა ბევრი საკითხის გათვალისწინებას და მისი სრული ამოქმედება მიმაჩნია უფრო სწორად. ყველა იზიარებს, პატრიარქის პოზიციას იზიარებენ. ყოველ შემთხვევაში, ასე მოვისმინე. საუბრობენ ადამიანები და მსჯელობენ” – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, საბოლოო ჯამში, შესაძლოა თუ არა სისრულეში იქნას მოყვანილი საპატრიარქოსადმი ხელისუფლების შეთავაზება, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს, მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, რომ ეს, ასე მარტივი არ არის.

„საერთოდ, დადებითი პოზიციაც რომ იყოს, ამ პროცედურას დრო სჭირდება, რომც ასე იყოს. მაგრამ დღეს საუბარი არ არის ამ გადაწყვეტილების მიღებაზე. უბრალოდ, რისი სურვილიც აქვს მთავრობას, მას ეკლესიას სთავაზობს, რომ მანამდე კონსულტაცია გაიმართოს“ – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g