LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ჯაჯანიძე: „უკვე ისეთ ასაკში ვარ და ისეთ განწყობაზე, რომ თენდება, მიხარია, ვბედნიერდები… რომ დაღამდება, პირჯვარს გადავიწერ, – ღმერთო, დილა გამითენე-მეთქი…“

205
გია ჯაჯანიძე

გია ჯაჯანიძე ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს იმის შესახებ, როგორ უხარია ყოველი დღის გათენება.

– ახლა გვითხარით, შვებულების მერე, სამუშაო რეჟიმში დაბრუნება არ გიჭირთ ხოლმე?

– რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. იცი, რატომ? ვისვენებ და საერთოდ, მომავალზე ნაკლებად ვფიქრობ. უკვე ისეთ ასაკში ვარ და ისეთ განწყობაზე, რომ თენდება, მიხარია, ვბედნიერდები… რომ დაღამდება, პირჯვარს გადავიწერ, – ღმერთო, დილა გამითენე-მეთქი. თენდება… ასე ვცხოვრობ… ერთი რამ მინდა ვთქვა: 2009 წლიდან სოციალურ ქსელებში ვარ, პრესაში ყოველთვის “ვიბეჭდებოდი”. არასოდეს არავისთვის უკმეხად, შეურაცხმყოფლად, სიბრაზით არაფერი მითქვამს და დამიწერია. მაგალითად, ვიღაცამ გამლანძღა? არ “გამოვეკიდები”. ასეთ ადამიანებსაც კი გამართლება მოვუძებნე: აგრესია ვერ წაიღო და თავს ხომ არ მოიკლავს-მეთქი? არ ჯობია, რომ გამლანძღოს, ვიდრე თავს რამე დაუშავოს? მლანძღოს და იყოს, რა ვქნა ახლა? თანავუგრძნობ… ამის გამო ვიტკენ გულს? იყოს, არ დავეძებ… საერთოდ, კულინარიაში რაღაცების მოგონება მიყვარს. მაგალითად, შემიძლია, თევზი შევწვა და მურაბის წვენი ან თაფლი მოვასხა. ამას წინათაც უცნაური სალათი მოვამზადე. როცა დავასრულე, სალათთან ალუბალი მომინდა. ალუბლებს კურკები გამოვაცალე და სალათს ზემოდან დავაწყვე. ძალიან ლამაზი იყო! “ტიკტოკისთვის” ვიდეოს გადაღება დავიწყე. ვამბობდი, – ვაიმე, არ მიყვარს, როცა „ტიკტოკზე” ილუკმებიან. ერთი სული მაქვს, გადაღება დავასრულო და შევჭამო-მეთქი. ვიღაცამ კომენტარი დამიწერა, – შენ ჭამე ცეცხლი და ნავთიო!.. იმდენი ვიცინე, რომ ვუპასუხე, – შენ გაიხარე-მეთქი (იცინის). აბა, შეიძლება, ამაზე გავბრაზდე?..

აქვე გეტყვით, რომ ყვავზე ვოცნებობ. 20 წლის ვიყავი, როცა ყვავი მყავდა. იცი, რას აკეთებდა? გამხმარ პურს წყლით სავსე ჯამში აგდებდა, ალბობდა და მერე ჭამდა – იცოდა, რომ ხმელი პური წყალში უნდა ჩაელბო. ჩემს სახლთან ყვავები ახლაც მოდიან, მაგრამ არ მეკონტაქტებიან. კაკალს აიღებენ, აფრინდებიან, მაღლიდან ჩამოაგდებენ… ასფალტზე დაცემული კაკალი ტყდება, მერე კი ყვავები ჭამენ. სახლის სახურავზე ბევრნი არიან. ბრტყელი სახურავი მაქვს და სულ კაკაკუკი მესმის… იცით, რომ ვეგეტარიანელი ვარ. ჩემს ეზოში არანაირი ცხოველი თუ ფრინველი არ დაკლულა. მგონია, რომ როცა ფრინველები და ცხოველები ჩემთან მოდიან, უმართლებთ. მაგალითად, 3 წლის განმავლობაში ბევრი ქათამი მყავდა. ყოველდღე 10 კვერცხი მქონდა და მეგობრებს ვურიგებდი (იღიმის)..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g