დამტვრეულ Tesla Cybertruck-ს აუქციონზე გაყიდიან. სინამდვილეში ეს არის მეტალის გროვა, რადაც ელექტრონული პიკაპი ავარიის შემდეგ გადაიქცა. აუქციონის სახლის წარმომადგენლები არ აზუსტებენ, თუ ზუსტად რა შეემთხვა მანქანას. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ილონ მასკი მუდმივად იმაზე საუბრობდა თუ რამდენად გამძლე და უსაფრთხო ავტომობილია Cybertruck და ლოტმა სავარაუდოდ, საკმაოდ სერიოზული შემთხვევა გადაიტანა.
სპეციალისტთა აზრით, დამწვარი მანქანის აღდგენა თემატური ბლოგერებისთვის იქნება ძალიან საინტერესო.
ლოტის ვიზუალთან ერთად სრულად განადგურებულია სალონიც და სავარძლების თუ მოწყობილობების პანელის გარჩევა რთულია.