თურქეთის ნაციონალურმა გადამზიდმა თავისი ლაინერები უსადენო ინტერნეტით უზრუნველყო, რაც ბორტზე მყოფ ადამიანებს უწყვეტი კომუნიკაციის საშუალებას მისცემს. მათ შეეძლებათ, გააგზავნონ ტექსტური თუ ხმოვანი შეტყობინებები, დაათვალიერონ სოციალური ქსელები და ა.შ. გარდა ამისა, ბოინგ B777 და A330-ზე მყოფ ავიამგზავრებს სხვადასხვა ტელეგადაცემების პირდაპირ ეთერში ყურება შეეძლებათ.
გამოცემა „Deplacments Pros.”- ის ინფორმაციით, ახალი სერვისი აპრილიდან დაიწყება და მისი ღირებულება კონკრეტულ მობილურ ოპერატორზე იქნება დამოკიდებული.