LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი: მე – ბენჯამინ ბატონი (ფოტო)

57

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი საოცარი ვინმეა. დრომ ვერაფერი დააკლოო, სწორედ მასზეა ნათქვამი, დააკლო კი არა, უფრო პირიქით – თითქოს უფრო ახალგაზრდავდება და ენერგია ემატება. სწორედ ამიტომ ის ცნობილ პერსონაჟს ბენჯამინ ბატონს შეადარეს და შესაბამისი იუმორისტული ნახატიც მიუძღვნეს (სახელგანთქმული კარიკატურისტის ომარ მომანის ნამუშევარი).

მოგეხსენებათ, ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი გვიყვება ადამიანზე, რომელიც 80 წლის ასაკში ევლინება ქვეყანას და ცხოვრობს პირიქით, ანუ იბადება მოხუცად და ყოველდღე უფრო და უფრო ახალგაზრდავდება.

სკოტ ფიცჯერალდის მოთხრობის მიხედვით გახმაურებული ფილმიც (2008 წ) გადაიღეს, რომელშც ბენჯამინ ბატონს ბრედ პიტი თამაშობს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები