LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-მა S კლასის ინტერიერი შეცვალა

28

კომპანია Mercedes-Benz-მა რესტაილინგებულ S-Class-ზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა და ინტერიერის ფოტოებიც გამოაქვეყნა. გარდა კოსმეტიკური ცვლილებებისა, მოდელი გაუმჯობესებულ ნახევრად მართვად სისტემასაც მიიღებს.

სიახლის ავტოპილოტი ავტომობილის მართვას ტრასაზე შეძლებს, საუბარია არა მხოლოდ ადაპტირებულ კრუიზკონტროლზე, რომელსაც მუხრუჭის ფუნქცია აქვს, არამედ გადაწყობის ფუნქციაზეც. საკმარისია მძღოლმა მოხვევის მაჩვენებლით სასურველ ზოლზე მიანიშნოს და მას შემდეგ, რაც ელექტროობა უსაფრთხოებაში დარწმუნდება, მანევრს დამოუკიდებლად განახორციელებს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ავტონომიურად მოძრაობისას სისტემა GPS-ს მონაცემებს დაეყრდნობა და საჭირო ადგილებში სიჩქარის შემცირებაც შეუძლია, მაგალითად ფასიანი გზის გადასახდელ პუნქტთან. ავტოპილოტი საგზაო ნიშნებსაც ამოიცნობს და სიჩქარის კორექტირებას შეზღუდვის შესაბამისად მოახდენს.

წინ მიმავალ ავტომობილთან ავტოპილოტი დისტანციას 210 კილომეტრ/საათ სიჩქარემდე მოახერხებს, ზოლიდან ზოლში გადაწყობა კი 180 კილომეტრ/საათ სიჩქარეზეც შეეძლება. ამასთან, ადაპტირებულ კრუიზ კონტროლს, რომელსაც საცობებშიც შეუძლია მუშაობა, შეუძლია 30 წამამადე შეჩერებისას დამოუკიდებლად დაიძრას, ამ დროს გასვლის შემდეგ კი მძღოლის ბრძანება იქნება საჭირო.

S-Class-ის კიდევ ერთი ახალი სისტემა Car-to-X იქნება, რომელიც ავტომობილის სხვა ავტომობილებთან და საგზაო ინფრასტრუქტურასთან ურთიერთობას გულისსხმობს.

დამატებით S-Class ბრმა ზონების კონტროლის აქტიური სისტემით იქნება აღჭურვილი, რომელიც 200 კილომეტრ/საათ სიჩქარემდე იმუშავებს, დაბალ სიჩქარეზე კი საფრთხის არსებობისას ავტომატურად დამუხრუჭებასაც შეძლებს.

სიახლეს ავტოპარკირებაც ექნება, რომელიც აქტივაციას სმარტფონის საშუალებითაც მოახერხებს. შეთავაზების წყალობით შესაძლებელი იქნება ავტომობილის პარკირება, ან პირიქით, პარკინგიდან ავტომობილის გამოყვანა მძღოლის გარეშე.

რესტაილინგებული მოდელის უსაფრთხოების სისტემებს Evasive Steering Assist-ის ფუნქცია ასრულებს. ეს გახლავთ ექსტრემალური სიტუაციებისას საჭის მართვაში ავტომატური ჩარევა – ამ გზით ელექტროობა მძღოლს ეხმარება თავიდან აირიდოს შეჯახება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები