ისლანდიამ ტურისტებისთვის დაწესებული შეღავათები გააუქმა. შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა ქვეყანას ვიზიტორთა ნამდვილი ბუმი აქვს და ტურისტული სექტორი მაქსიმალურადაა გამოცოცხლებული. ექსპერტთა შეფასებით, სიახლე ისლანდიაში დასვენებისა თუ ცხოვრების ფასებს მინიმუმ 4%-ით გაზრდის.
გამოცემა “tour Hebdo”-ს ცნობით, გასულ წელს ქვეყანაში ტურისტთა რაოდენობა 38%-ით გაიზარდა და 1,8 მილიონს მიაღწია. წელს კი ხელისუფლება ვიზიტორთა ოდენობის 2,4 მილიონამდე გაზრდას ელოდება. ფასების მატება კი მათი აზრით, მოგზაურთა გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ისლანიის სანახავად ჩამოსული ადამიანებისთვის დასვენების ღირებულება გადამწყვეტი კრიტერიუმი არასდროს ყოფილა.