LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სამწუხაროდ, თამუნა ამ თემაზე არ საუბრობს, მაგრამ რადგან თემა საჯაროა, მინდა მოგიყვეთ“ – მაია ასათიანი

450
თამუნა მუსერიძე, მაია ასათიანი

ჟურნალისტი მაია ასათიანი იმ წლებს იხსენებს, როდესაც მისი საავტორო გადაცემა „პროფილის“ გუნდი სამშობიაროდან გაყიდული ჩვილების თემას აშუქებდა. როგორც მაია ასათიანი აღნიშნავს, სწორედ ამ პერიოდში აღმოაჩინა ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის ისტორია, რომელმაც ბიოლოგიური მშობლები 8-წლიანი ძებნის შემდეგ იპოვა.

„8 წლიანი ძიება დასრულებულია“ – თამუნა მუსერიძემ ბიოლოგიური მშობელი იპოვა/რა ვიდეოს ავრცელებს ტელეჟურნალისტი

მაია ასა­თი­ა­ნის თქმით, სწო­რედ „პრო­ფი­ლის“ გუნ­დმა და­არ­წმუ­ნა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე, რომ მისი ის­ტო­რია გა­ე­სა­ჯა­რო­ე­ბი­ნა და გა­და­ცე­მა­ში ესა­უბ­რა.

„სამ თვეში ერთხელ „დაკარგულები“ პროფილის ერთ-ერთი აუცილებელი თემა იყო. 2008 წლიდან 2021 წლამდე ჩემი საავტორო გადაცემის დახმარებით ასობით გაყიდულმა ჩვილმა, უკვე გაზრდილმა ადამიანმა თავისი ბიოლოგიური ოჯახი იპოვა.

ასევე, ვეხმარებოდით დედებს, რომელთაც სამშობიაროში უთხრეს, რომ მათი შვილი დაიღუპა, სინამდვილეში კი ბავშვებს ჰყიდდნენ. ასობით დედას დავეხმარეთ თავისი გადარჩენილი, ბიოლოგიური შვილი ეპოვა. ამასთან დაკავშირებით უამრავი ხუმრობა და „პაროდიაც“ იყო, რაღა დაგიმალოთ, მაშინ ამაზე გული მწყდებოდა…

როგორ გავიგეთ ჩვენ თამუნა მუსერიძის ამბავი?

სამწუხაროდ, თამუნა ამ თემაზე არ საუბრობს, მაგრამ რადგან თემა ასეთი საჯაროა, მინდა მოგიყვეთ. ეს იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც მისი ბიოლოგიური დედა გარდაიცვალა, პროფილის პროდიუსერი, ნიკა ხაჩიძე თამუნას მეგობარი იყო, როგორც თამუნას, ასევე, მის სამეგობრო წრეს ჰქონდა ეჭვი, რომ ისიც გაყიდული ჩვილი იყო. მახსოვს, ჩვენს ოფისში, რამდენი ხანი ვესაუბრებოდით, რომ ეს თემა საჯარო გაეხადა.

თამუნა ორჯერ იყო „პროფილში“, პირველი გადაცემის შემდეგ გაჩნდა კვალი სამეგრელოდან, თუმცა მაშინ ეს ძიება, სამწუხაროდ, უშედეგოდ დასრულდა…

მე­ო­რე­ჯე­რაც იყო სტუმ­რად, თუმ­ცა ამის შემ­დეგ რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო, რო­მელ­ზეც ალ­ბათ მოვა დრო და ვი­სა­უბ­რებ, „პროფილი“ დაიხურა და ჩვენი ძიებაც შეწყდა.

მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომელთაც ახსოვთ დაკარგულების ისტორია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ „პროფილის“ გუნდზე მეტად თამუნას სიხარული არავის უხარია, უბრალოდ, რიგი მიზეზებით გამო არ ვარ ეთერში და არ მაქვს შესაძლებლობა, რომ ამაზე ბევრად ადრე მესაუბრა…

მე არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­კუ­თარ დამ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე უყ­ვარს სა­უ­ბა­რი. უბ­რა­ლოდ გა­მი­ხარ­დე­ბო­და, რომ სა­დღაც, ვი­ღა­ცას ეხ­სე­ნე­ბი­ნა, რომ “ჩვი­ლე­ბით ყიდ­ვა- გა­ყიდ­ვის“ კარტელს ფარ­და ახა­და ჩემ­მა სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მამ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g