LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1904
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:36-დან 11:56 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არ ღირს ზედმეტად აქტიურობა, უმჯობესია გაიაზროთ წარსული და გაითვალისწინოთ შეცდომები.

მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს წევრებთან, განსაკუთრებით ბავშვებთან ურთიერთობას. აუცილებლად დაასრულეთ დღეს დაწყებული საქმე, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევთ წარმატებას.

პარტნიორული ურთიერთობა – არ სცადოთ პარტნიორის მოტყუება, რადგან მაინც არ გამოგივათ და მხოლოდ მის უნდობლობას დაიმსახურებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და რეფორმატორული საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისთვის, ბინის შეცვლისა და სესხის აღებისთვის.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და რძის პროდუქტით. კარგი დღეა წყლის აბაზანებისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ სისტემას და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, ძოწი, ცირკონი, ამაზონიტი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს. მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ლომის, სასწორისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებს, რომელთაც ძალიან ძვირად დაუჯდებათ მოჭარბებული ამბიციები და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები