LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bonhams-ის აუქციონი 42 უნიკალურ ავტომობილს ყიდის

43

Bonhams-ის აუქციონი 42 უნიკალურ ავტომობილს ყიდის. ყოველწლიურად Bonhams-ი აუქციონს Aston Martin-ის ძველ ქარხანაში ატარებს. წელს ღონისძიება რამდენიმე დღეში დაიწყება და, როგორც მოსალოდნელი იყო, გასაყიდად Aston-სა და Lagonda-ს ბევრი მოდელია წარდგენილი. აუქციონზე გატანილი ექსპონატებიდან ყველაზე ფასეული 1968 წელს გამოშვებული ორი ეკზემპლარი DB6 Volantes და ერთიც 1970 წელს გამოშვებული იგივე მოდელია. თითეული მათგანი დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი ღირს. ვარაუდობენ, რომ კიდევ სამი კუპე DB6 სულ რაღაც 350 000 დოლარად გაიყიდება.

აუქციონზე ასევე გატანილია ერთი DB5, ექვსი DB4, ოთხი DB2 და სამი 70-იანი წლების DBS. იშვიათი მოდელი 2000 Vantage Le Mans 450 000 დოლარად არის შეფასებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა ავტომობილი ასე ძვირი არ ღირს. არის DB7s-იც, რომელიც 45 000 დოლარი ღირს. აუქციონი ნიუპორტე პაგნელში 13 მაისს მოეწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები